ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოსი დაიბრუნა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა.

ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.

– დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, ის საქართველოს მოქალაქეა, – განაცხადა გრიმჩაკმა.

თავად ზღულაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გახდა.

2016 წლის 11 მაისს ეკა ზღულაძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ რეფორმების საჭირო ვადა, რომელიც საკუთარი თავისთვის ჰქონდა დაწესებული, ამოწურა.

ნიუპოსტი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018