”ეს დანა ლადო გრიგალაშვილის მამისაა და ის მკვლელობის იარაღი არაა… ლადოს ბმვ-ს მძღოლისგან საფრთხე ემუქრება” – რას ამბობს ადვოკატი ოტიაშვილი

”ეს დანა ლადო გრიგალაშვილის მამისაა და ის მკვლელობის იარაღი არაა... ლადოს ბმვ-ს მძღოლისგან საფრთხე ემუქრება” - რას ამბობს ადვოკატი ოტიაშვილითემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის განმარტებით, გამოძიებას დანაშაულის იარაღი არ ამოუღია.
როგორც ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, დანა, რომელიც საქმის მასალებში დევს, ლადო გრიგალაშვილის მამის საკუთრებაა, რომელიც მამამისის მანქანიდან ამოიღეს. მისივე თქმით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დანაშაული სწორედ ამ დანითაა ჩადენილი.
– დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომანქანიდან იყო ამოღებული. შესაბამისად, დანაზე აპელირება, რომ ეს ის დანაა, რომლითაც დანაშაულია ჩადენილი, აბსოლუტურად აბსურდია და არც საქმის მასალებიდან დგინდება. რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მათ, რათა მშობლებს არ ენახათ. თუმცა, შემდგომ უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ უკვე წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარისშემცველი მესიჯები არ ყოფილა, – განაცხადა ადვოკატმა.
ნაირა ოტიაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

– საქმეში ფიგურირებს უცხო ავტომანქანა, “ბე ემ ვე”, დაუდგენელი მძღოლით, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. მე არ გამოვრიცხავ და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს, რომ თავად ლადოს შეიძლება ანალოგიური საფრთხე დაემუქროს. აქედან გამომდინარე დავეთანხმეთ პატიმრობას, – განაცხადა ოტიაშვილმა.

ინტერპრესნიუსი