თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე მალე დაბრუნდება

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდი თორნიკე ოქრიაშვილი უკვე თავის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ ერთ თვეში მას მოედანზეც ვიხილავთ. ოქრიაშვილის თქმით ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც კვლავ შეძლებს ფეხბურთის თამაშს:

”თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და ჩემი საყვარელი საქმე გავაკეთო”–განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

თორნიკეს უკვე დიდიხანია რაც ტრავმა აწუხებს და მას ფაქტიურად ერთი წელია არ უთამაშია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018