ირაკლი შიხიაშვილი – ”დოდოს საშინელ სინამდვილეს ხვალ ვეტყვით და შვილის ცხედართან მივიყვანთ”

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული.

ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ.
– დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, „რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება“.
შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

ინტერპრესნიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018