“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი ალ-ბაღდადი ცოცხალია – რას აცხადებს ერაყის დაზვერვა

ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი აბუ ალი ალ ბასრის განცხადებით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილ ჰოსპიტალში მკურნალობს.

დაზვერვის უფროსის განცხადებით, ISIS-ის ლიდერმა, ავიადარტყმების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო, მას მრავალჯერადი მოტეხილობები და ტრავმები აქვს ფეხებზე, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამასთან, იგი დიაბეტითაა დაავადებული.

ალ-ბაღდადი ISIS-ს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მედიაში არაერთხელ გავრცელდა ცნობა მისი დაღუპვის შესახებ. ბოლოს, ავიადარტყმების შედეგად ალ-ბადადის განადგურების ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 16 ივნისს გამოაქვეყნა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მოუყვანია.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018