მოქალაქემ გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა და შენდობა ითხოვა

გორში, ხარების სახელობის ეკლესიაში ხელყომბარა იპოვეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ხელყუმბარა ეკლესიაში მრევლმა აღმოაჩინა.

მოგვიანებით ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მივიდა. როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, ხელყუმბარა მოქალაქემ წერილთან ერთად დატოვა. მეუფეს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეს ხელყუმბარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰქონდა შენახული და არ იცოდა, სად წაეღო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეკლესიაში დაეტოვა და ამისთვის შენდობა ითხოვა.

– რეაგირება მყისიერად მოხდა. დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს და უსაფრთხოდ გაიტანეს ეს ყუმბარა. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული, რადგან ხელყუმბარას წერილი ახლდა, იყო ადამიანის თხოვნა რომ ეს ხელყუმბარა სამართალდამცველებისთის ყოფილიყო გადაცემული.“-განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018