მუსტაფა ემრე ჩაბუქი – ”პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქისასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არასდროს ჰქონია.

– მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე ქალბატონ რებეკა ჰარმსს. 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა დღეს. მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე.

მე მასწავლებელი ვარ და შეყვარებული ვარ განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში ჩანერგილი იყოს მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა.

ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის ძალადობის და ა.შ. ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, – განაცხადა ჩაბუქმა და ყველა მხარდამჭერს, დემირელის კოლეჯის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქმედ და ყოფილ სახალხო დამცველს, ევროპარლამენტარებს და მედიის წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩაბუქის ადვოკატების თქმით, დემირელის კოლეჯის მენეჯერი გათავისუფლებულია განუსაზღვრელი ვადით, საექსტრადაციო პროცედურების დასრულებამდე.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018