როგორ მოვემზადოთ გაზაფხულისათვის

ზამთრის შემდეგ მნიშვნელოვანია ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებით გავიმდიდროთ, რადგანაც ამ პერიოდში ორგანიზმი გამოფიტულია მზის სხივების, ვიტამინების და სუფთა ჰაერზე ნაკლებად დროის გატარების გამო.

ზამთრის პერიოდში, ჩვენი ფიზიკური აქტივობა ნაკლებია, ამას ემატება ზამთრის დღესასწაულები და ნოყიერი საკვები, რაც განაპირობებს წონის მატებას.

გაზაფხულის მოსვლასთანავე, ყველას გვინდა კარგად გამოვიყურებოდეთ და თავი მსუფუქად ვიგრძნოთ, ამიტომ გაზაფხულისთვის მზადება წინასწარ უნდა დავიწყოთ.

კვების რაციონი

პასიური ზამთრი შემდეგ, ორგანიზმის გააქტიურებისათვის, მნიშვნელოვანია, გადავხედოთ კვების რაციონს, რადგან სწორი კვება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან.

გაზაფხულის დასაწყისში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სალათებს, მსუბუქ წვნიანს, უცხიმო ხორცს. ამ სახის საკვები დაგვეხმარება შიმშილის გრძნობის დაქვეითებაში და ამავდროულად, აგვარიდებს ზედმეტ კილოგრამებს.
არ დაივიწყოთ ხილი, რადგან ვიტამინების დიდი რაოდენობა ხილშია.
დალიეთ მეტი წყალი, ასევე სასურველია ცოცხალი ხილის წვენი და/ან კომპოტების მიღება.
უარი თქვით მაღალკალორიულ საკვებზე, განსაკუთრებით ცომეულზე.
იკვებეთ პატარა ულუფებით და ხშირად.
საღამოს სასურველია მირთვათ მსუბუქად და არ დაიძინოთ სასვე კუჭით.
მნიშვნელობა მიანიჭეთ საუზმეს, საკვების მიღება უნდა იყოს მრავალფეროვანი.
ასეთი კვებითი სისტემის დაცვისას, რამდენიმე კვირაში უკვე იგრძნობთ ორგანიზმის გამოჯანსაღებას.

ფიზიკური აქტივობა

როგორც არ უნდა ვეცადოთ, ცივ ზამთარში უფრო მეტად პასიურები ვხდებით. ხშირად გვინდება თბილად წამოწოლა და დასვენება. ასეთი პასიური სამი თვის შემდეგ ორგანიზმს სჭირდება ფიზიკური დატვირთვა და გააქტიურება.

კარგია იქნება თუკი სავარჯოშო დარბაზში დაიწყებთ სიარულს, ან თუნდაც სახლის პირობებში ივარჯიშებთ. ორგანიზმის გააქტიურებისათვის დაგეხმარებათ სირბილი, პრესის ვარჯიშები, ასევე დილის გამამხნევებელი ვარჯიში. გარდა იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და აუცილებლად იგრძნობთ ენერგიის მომატებას.

სუფთა ჰაერი

სუფთა ჰაერზე ყოფნა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ზამთარში სიცივისა და დღის საათების სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ დიდხანს გარეთ ყოფნას. გაზაფხულის მოსვლისთანავე დღე იმატებს, ამიტომ უფრო ადვილია დროის გამოყოფა სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის. ასევე გირჩევთ გაისეირნოთ ძილის წინ, ეს ძალიან სასარგებლოა.

სხეულის მოვლა

მზის სხივების ნაკლებობა, ცუდად მოქმედებს თმის, ფრჩხილებისა და კანის სიჯანსაღეზე.  გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კარგია ყველანაირი თავის მოვლის პროცედურა: პილინგი, გამაჯანსაღებელი მასაჟი, მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები. შეგიძლიათ მიიღოთ გამაჯანსაღებელი აბაზანები რაც არამარტო სხეულს, არამედ ნერვულ სისტემასაც დაგიმშვიდებთ.

მედისონ.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018