“როსტომაშვილი პატიმრებს უსწორდებოდა… ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა”- რა ხდება როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულთა სასამართლოზე

საქალაქო სასამართლოში დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველად ბექა კირვალიძე დავით როსტომაშვილის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა შემდგომში ყაჩაღობის ბრალდება წაუყენეს.

მასთან ერთად დაკავებულია მისი ორი მეგობარიც, ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. ბრალდების განცხადებით, მათ დავით როსტომაშვილს ცემისას ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს. სამივე ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ყაჩაღობას უარყოფს. დაკავებულების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი აცხადებს, რომ დავით როსტომაშვილი ციხეში პატიმრებს სცემდა, მისმა შვილმა კი ამის გამო „კაცურად სცემა“

– დავით როსტომაშვილი არა მარტო ჩემს შვილს არამედ სხვა პატიმრებსაც ცუდად უსწორდებოდა. ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ ის არის ნაცემი სწორედ დავით როსტომაშვილისგან. ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა, როსტომაშვილმა კი ეს ცემა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა სამ უდანაშაულო ბიჭს. – განაცხადა ლია ბეჭაშვილმა.

ზურაბ ქუთელიას დედის მარინე მიქაძის თქმით, მისი შვილი დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, პროკურატურას კი ამის აღიარება აღარ აწყობს, რადგან უდანაშაულო ადამიანი 8 თვე ციხეში ჰყავთ გამოკეტილი.

– ჩემი შვილი ზურა ქუთელია საერთოდ არ ყოფილა იმ ადგილზე და საერთოდ არ ჩაუდენია ის დანაშაული, რის გამოც 8 თვე გამოკეტეს როსტომაშვილის ერთი ხელის დადებით. მე ვითხოვ რომ წავიდეს საქმის მსვლელობა სწორი და მართალი გზით, ჩემი შვილი უდანაშაულოა, – განაცხადა მარინე მიქაძემ.

არტიომ აგაჯანოვის დედის კარინა აგაჯანოვის განცხადებით, სასამართლოს სხდომის დახურვით სიმართლის დამალვა სურს:

– არაფერი კავშირი არ ქონია ამ დანაშაულთან, უბნის ნაცნობმა ბიჭმა თხოვა ადგილზე მიყვანა. თუკი ყველაფერი სამართლიანია, რატომ დახურეს სასამართლო.

დავით როსტომაშვილზე თავდასხმა 2017 წლის 14 ივნისს მოხდა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018