სააკაშვილი დახმარებას მერკელს სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და ანგელა მერკელს სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

„კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც მე მას კორუფციაში ვამხელ.“-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით, უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.
მოგვიანებით სააკაშვილმა უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა და დაუდასტურა რომ ვარშავაშია, ასევე განაცხადა, რომ ძალიან უხეშად მოექცნენ, მაშინ როდესაც პოლონელი მესაზღვრეები პირიქით, ძალიან თავაზიანები იყვნენ და ჰკითხეს, ხომ არ გამოიყენეს მის მიმართ ძალა.

იმედინიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018