სააკაშვილი სამზარეულოდან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოასწრო – ვიდეო

როდესაც ფორმიანი პირები შემოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას რესტორან SULUGUNI-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, დაკავების დროს სააკაშვილი ყვიროდა.”ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება მოასწრო“, – ყვება რესტორან SULUGUNI-ს ​თანამშრომელი.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ არ დაუკავებიათ. განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივნმა გააკეთა.

მედიის ინფორმაციით სპეცრაზმელებს, რომლებმაც საააკაშვილი დააკავეს,  უკრაინის სასაზღვრო სამსახურის იუნიფორმა ეცვათ.

სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში გაგზავნას უპირებენ.

იმედინიუსი

Викрадення Саакашвілі

Відео від випадкових свідків викрадення Михайла Саакашвілі!–Видео от случайных очевидцев похищения Михаила Саакашвили!

Posted by Mikheil Saakashvili on Montag, 12. Februar 2018

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018