სოსო ცინცაძე: – “გიორგი მარგველაშვილი ნომერ პირველი ამოუცნობი ამოცანაა”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს დღეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა არაფერს არ მოუტანს და რომ მან პოლიტიკური კარიერა ამ ეტაპისთვის დაასრულა. თქვენ ეთანხმებით ამ პოზიციას?
– გიორგი მარგველაშვილი დღემდე ნომერ პირველი ამოუცნობი ამოცანაა. არავის წარმოდგენა არ აქვს მის სამომავლო გეგმებზე და მე არ გამოვრიცხავ, რომ თავად პრეზიდენტ მარგველაშვილსაც დღეს წარმოდგენა არ ჰქონდეს, რას აპირებს ის სამომავლოდ. მომავალზე საუბარი მხოლოდ იმ ადამიანთან შეიძლება, რომელსაც აქვს მოქმედების გეგმა. დღეს პრეზიდენტი მხოლოდ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს და ამ ფუნქციით არის დაკავებული. დღეს მარგველაშვილისგან ვერაფერს გავიგებთ, თუ რას აპირებს ის სამომავლოდ.
– რატომ?
– ვფიქრობ, თავადაც ორჭოფობს და გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
– მან თქვა, რომ პრეზიდენტობა მისთვის ტვირთია.
– როგორც ჩანს, მართლაც დიდი ტვირთი აღმოჩნდა მისთვის პრეზიდენტობა. ბუნებით თავისუფალი, ლაღი კაცია და ამ ჩარჩოებს ვერ ეგუება. ის უფრო თეორეტიკოსია, მაღალი დონის თეორეტიკოსი, ვიდრე პრაქტიკოსი. თუმცა, მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკაზე მან უარი არ თქვას.
– არ გამორიცხავთ, რომ გარკვეული ტაიმ-აუტი აიღოს?
– დიახ, ალბათ უფრო დროებით გაემიჯნება პროცესებს და შემდეგ თუ მოუნდება, ისევ შემოვა პოლიტიკაში. დღეს მისი მესიჯი სხვა ანალიზის საფუძველს არ იძლევა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018