შემწვარი ნიორის  მირთმევიდან 24 საათში მთელი ორგანიზმი ჯანსაღდება

ნიორი – უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს სხეულში ბინადარ პარაზიტებსა და მავნე ბაქტერიებს, წმენდს ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, აქვს სასარგებლო გავლენა თითქმის ყველა ორგანოზე და გვეხმარება მრავალი ქრონიკული დაავადების დამარცხებაში. ნიორი სხეულში მოხვედრიდან უკვე 24 საათის შემდეგ იწყებს აქტიურად მოქმედებას.

როგორ მივიღოთ ნივრისგან მაქსიმალური სარგებელი

საოცრად სასარგებლოა ტაფაზე შემწვარი ან ღუმელში გამომცხვარი ნივრის რეგულარულად მირთმევა. ამ გზით მომზადებული პროდუქტისთვის არ არის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი და გემო, თუმცა ის მთლიანად ინარჩუნებს საკუთარ სასარგებლო თვისებებს და ასე მას გაცილებით მარტივად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.

თუ თქვენ ჩვევად იქცევთ ყოველ მეორე ან მესამე დღეს ამ გზით მომზადებული რამდენიმე კბილი ნივრის მიღებას, შეძლებთ მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას და არა მხოლოდ… მოცემული პროდუქტი ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, წმენდს არტერიებს და გვიწყობს ხელს წნევის დარეგულირებაში. განსაკუთრებით სასარგებლო შემწვარი ნივრის მიღება სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისგან და ჭარბი წონისგან იტანჯებიან. მოცემული პროდუქტი სასარგებლოა დიაბეტიკებისტვისაც.

ღუმელში გამომცხვარი და შემწვარი ნიორი გამოირჩევა მაღალი საკვები ღირებულებით, აძლიერებს იმუნიტეტს და ამარცხებს ქრონიკულ დაღლილობას. მეტიც, ის გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად და მარტივად მოშორებაში, რადგან აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. საკმარისია 2 ან 3 დღეში ერთხელ 6 კბილი შემწვარი ნივრის მირთმევა, რათა ორგანიზმში საოცარი ცვლილებები წარიმართოს.

რა ხდება, როდესაც შემწვარი ნიორი კუჭში ხვდება? 

1-ლი საათი – ორგანიზმი მას აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ, არაფრით განსაკუთრებულ საკვებ პროდუქტს.

2-4 საათი – ნიორი იწყებს ბრძოლას თავისუფალი რადიკალებისა და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.

4-6 საათი – ნიორი ანადგურებს ცხიმოვან ფენებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს.

6-7 საათი – ანადგურებს მავნე ბაქტერიებს.

8-10 საათი – ის აფერხებს უჯრედების დაჟანგვით პროცესებს ორგანიზმში.

10-24 საათი – ნიორი ღრმად წმენდს მთელ ორგანიზმს, გამოდევნის დიდი რაოდენობით ტოქსინებსა და წიდებს.

გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო პროდუქტი, არა? შემწვარი ნიორი მიირთვით პირდაპირ ან შეაზავეთ საყვარელი კერძები. თუ თქვენ ამ პროდუქტის მიღებას ჩვევად იქცევთ, შეძლებთ ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას მრავალი წლით.

ამ სამკურნალო საშუალების მიღების პარალელურად არ დაგავიწყდეთ საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. უკვე 2 კვირაში თქვენ თავს საოცრად მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

rchevebi.com

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018