ხანძარი ვაკის ეკლესიასთან – საერთო საცხოვრებელში დამწვარია 70 კვ. მ

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებლის მხოლოდ ერთ სართულს მოედო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საერთო საცხოვრებლის შენობა ხის კონსტრუქცისგანაა აშენებული და ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დროულად განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 70 კვადარატული მეტრის ფართობი. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018