ხოსეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინე შეაქო

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელზე კევინ დე ბრუინეზე ისაუბრა და თქვა რომ კევინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია:

”მე მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა რომ დე ბრუინე ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა მომავალში ოქროს ბურთიც მოიგოს”–განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

წლევანდელ სეზონში კევინ დე ბრუინეს პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018