ანხელ დი მარია: ”ბარსელონაში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა”

ანხელ დი მარია: ”ბარსელონაში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა”პსჟ-ს არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ დი მარიამ აღიარა რომ ის ძალიან ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. დი მარიას ეს მიზეზები არ დაუკონკრეტებია:

”ზაფხულში ბარსელონა დაინტერესებული იყო ჩემი ტრანსფერით და თითქმის ყველა დეტალი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი მაინც ჩაიშალა. პსჟ-ში ბედნიერი ვარ და აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს”–განაცხადა დი მარიამ.

ანხელ დი მარიამ ასევე დაამატა რომ კარიერის ბოლოს მას არგენტინულ კლუბში სურს თამაში.