“აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უნდა გაამკაცროს” – მიხეილ სააკაშვილი

“აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უნდა გაამკაცროს” - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმამ რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.

მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

,,დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას, ის აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, რადგან პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის,”” -ამბობს მიხეილ სააკაშვილი CNN -თან საუბრისას.

მისი განცხადებით, იგი დადებითად აფასებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის გადაწყვეტილებას და ასევე სირიაში, რუსი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს.