გერმანული თავშესაფრები ქართველ დამნაშავეთა ბანაკებად გადაიქცა – გერმანული მედია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ წერს

გერმანული თავშესაფრები ქართველ დამნაშავეთა ბანაკებად გადაიქცა - გერმანული მედია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ წერსჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრმა იოახიმ შტამპმა „Welt”-თან ინტერვიუში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვის ზრდაზე და ქართველთა მონაწილეობით კრიმინალური შემთხვევების მატებაზე ისაუბრა.

შტამპი აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა ქმედებებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა.

ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და ქართველების შემოწმების გამკაცრების მოთხოვნით უკვე მიმართა.

სტატიაში მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, გერმანიის მხოლოდ ერთ რეგიონში, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 400%-ით გაიზარდა.

ნიუპოსტი