გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვესადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

უფლებადამცველის თქმით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ნიუპოსტი” დეტალების გარკვევას სასჯელაღსრულების სამინისტროში ცდილობს.