გურამიშვილის გამზირზე ფოლკსვაგენმა კაცი მოკლა

გურამიშვილის გამზირზე ფოლკსვაგენმა კაცი მოკლაგურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, დანაშაული გახსნილია და დადგენილია მძღოლის ვინაობა.

ნიუპოსტი