გურჯაანის სკოლის სამასწავლებლოში პედაგოგი იზა ბეჟაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანის სკოლის სამასწავლებლოში პედაგოგი იზა ბეჟაშვილი გარდაიცვალაგურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა.
პედაგოგი სამასწავლებლოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და დილით სასწავლო პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა.

– დილით სკოლაში მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა, – ამბობს სკოლის დირექტორი ლელა ჯადუგიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეგინფო