გურჯაანში მამაკაცი მოკლეს

გურჯაანში მამაკაცი მოკლესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დავა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკვეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.