დაღესტანში ეკლესიიდან გამოსული 4 ქალი მოკლეს

დაღესტანში ეკლესიიდან გამოსული 4 ქალი მოკლესდაახლოებით 2 საათის წინ დაღესტანში, ყიზლარში, სისხლიანი ტრაგედია მოხდა.

უცნობმა პიროვნებამ  ცეცხლი გაუხსნა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ყველიერის ბოლო დღეს აღნიშნავდნენ.

შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა. ყველა დაღუპული ქალია. დაჭრილები ყიზლარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. ის 1995 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც ადრე არასდროს მოხვედრილა ძალოვანების ყურადღების ცენტრში.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ეკლესიიდან ბრუნდებოდა. ეს ადგილობრივი დროით 16.30 საათზე მოხდა.

სროლის შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა.