დიდუბის ხიდის ქვეშ მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა

დიდუბის ხიდის ქვეშ მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდამტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდის ქვეშ, მანქანა განათების ბოძს შეეჯახა.

“პირველის ” ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მანქანა ამოტრიალდა.

როგორც “პირველს” შსს -ში განუცხადეს, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.