”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” – გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელს

”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” - გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელსდოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.
– როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული მკვლელის სახელი და გვარი დანამდვილებით არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია.
– დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის გვარი და სახელი. თუმცა სახელით იცნობს და ზუსტად არ იცის, ეს სახელი ნამდვილია თუ არა. რამდენჯერმე შეხვედრია, სახით იცნობს, სწორედ ამ დონეზე დაასახელა ეს ადამიანი გუგეშაშვილმა და მას ამოცნობა შეუძლია, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, დაკითხვა თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ ეს ადამიანი იყო დაქირავებული ქილერი, რადგან მომხდარის მოტივი დოდო გუგეშაშვილისთვის უცნობია.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნოდარ გუგეშაშვილს 5 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, არის ტყუილი. – ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს. გამავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის არეში, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დაკითხვაზე დოდო გუგეშაშვილმა აღწერა, რაც მოხდა.

– როდესაც ის მკვლელი მივიდა სახლში, ჩვეულებრივად შევიდა, ასევე ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, დოდოს შვილს ეძინა, ეს იყო დილის დაახლოებით 10.00 საათი. ამ საუბრის შემდეგ დოდო გადის სამზარეულოს გავლით, საწოლ ოთახში, საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვრები შე გარეწარო. ამ დროს ის ისვრის და დოდომ სკამის სროლა მოასწრო. როგორც ჩანს, ის გადაარჩინა იმან, რომ როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამი ე.წ. ასეჩკა მისცა. ამას ტყვიების ანალიზით ადგენენ. ამ დროს კი დოდო ყვირის – ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია. მას ჰგონია, რომ ნოდარი გარეთ არის გაქცეული და ეს დაჭრილი გამორბის გარეთ, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რა ვითარებაში გაიცნო დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული ქილერი, ადვოკატი განმარტავს, რომ დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა, რომ თავდამსხმელი ქილერი იყო.

– მე რომ თქვენ გიცნობდეთ და ამ დროს ქილერი აღმოვჩნდე, ამ ვითარებაშია გაცნობილი, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ინტერპრესნიუსი