დღეს ავსტრიიდან ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება – ოჯახის დედამ თავის მოკვლა სცადა

დღეს ავსტრიიდან ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება - ოჯახის დედამ თავის მოკვლა სცადაავსტრიიდან, ტალჰაიმ-ბაი-ველსში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება. ისინი საქართველოში დღეს უნდა გაადეპორტონ, – ამის შესახებ ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF იუწყება.
როგორც ORF აღნიშნავს, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. ის ოჯახს მას შემდეგ იცნობს, რაც ისინი სამი წლის წინ ტალჰაიმ-ბაი-ველსში დასახლდნენ.
„ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი ბავშვები არიან. ორივე კარგად საუბრობს გერმანულად. ისინი ინტეგრირებულნი არიან. მათი მშობლები მუშაობენ. ვერაფრით ვიგებ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
ორი წლის წინ ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასვა, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მოპოვებას ართულებს. როგორც ავსტრიული პრესა წერს, ოჯახის წევრს, დედას, საქართველოში მოკვლით ემუქრებოდნენ, რაც საქართველოს დატოვების მიზეზი გახდა. ის ახლა ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც თავის მოკვლა სცადა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახს თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა. ოჯახის ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
ინტერპრესნიუსი