ერნესტო ვალვერდე: ”ვდომინირებდით, მაგრამ მომენტები ვერ შევქმენით”

ერნესტო ვალვერდე: ”ვდომინირებდით, მაგრამ მომენტები ვერ შევქმენით”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩელსისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი დომინირებდა მოედანზე, მაგრამ საკმარისად ბევრ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდა. ვალვერდეს აზრით განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება:

”ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ მომენტების შექმნა გვიჭირდა და ჩელსის კონტრშეტევები სახიფათო იყო, თუმცა შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია. ნოუ კამპზე ვალდებულები ვართ მეტი მომენტი შევქმნათ”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

ჩელსის და ბარსელონას პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი კი 14 მარტს გაიმართება.