,,ეს ის დასკვნაა, რომელსაც თავდასხმა მოჰყვა” – აუდიტის საბოლოო დასკვნა, რის გამოც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირება მოხდა

,,ეს ის დასკვნაა, რომელსაც თავდასხმა მოჰყვა" - აუდიტის საბოლოო დასკვნა, რის გამოც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირება მოხდამერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას – აუდიტის სამსაუხრის ანგარიშში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიაც მოხვდა. საუბარია ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის თემაზე. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ერთ-ერთ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო და არნიშნულ ფაქტთან მიმართებით გარკვეული ეჭვია გამოთქმული.

როგორც „ნიუპოსტს“ აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა თორდიამ განუცხადა, გამოქვეყნებული ანგარიში სწორედ ის საკითხია, რომლის გამოც მასზე ოთარ ფარცხალაძის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა:

„ეს ის დასკვნაა ზუსტად, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სამართალდამცავმა უწყებებმა, პროკურატურა იქნება თუ სხვა რომელიმე, სადაც გადაიგზავნა ეს დასკვნა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაშინაც გადავაგზავნეთ შუალედური ინფორმაცია, ამ შესწავლას მოჰყვა ის თავდასხმა, რაც განხორციელდა ჩემზე, რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება უნდა გაკეთხეს და პასუხიც უნდა გაეცეს, თუ რატომ განხორციელდა ის პროცესები“, – აღნიშნა თორდიამ.

ლაშა თორდიამ ასევე განაცხადა, რომ არსებული გამოძების ფარგლებში მისთვის ჯერჯერობით არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ:

„გამოძიებას რაც შეეხება, ჩემთვის არანაირი სტატუსი არ მოუნიჭებიათ – არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის“, – აღნიშნავს ლაშა თორდია.