ვარკეთილში 24 წლის ბიჭმა გულში დანა დაირტყა და თავი მოიკლა

ვარკეთილში 24 წლის ბიჭმა გულში დანა დაირტყა და თავი მოიკლავარკეთილის დასახლებაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გამხდარიყო, რასაც გარდაცვლილის ნათესავები არ ადასტურებენ.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

გარდაცვლილი , რომელიც წარმოშობით გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან იყო, შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

იმედინიუსი