ვასილ მაღლაფერიძე სამსახურში არ დადის – რა ხდება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“

ვასილ მაღლაფერიძე სამსახურში არ დადის - რა ხდება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სამსახურში არ დადის.როგორც „ნიუპოსტს“ ტელევიზიის თანამშრომლები უყვებიაბ, მაღლაფერიძე ტელეკომპანიაში ბოლო ერთი კვირაა არ გამოჩენილა.
არხის თანამშრომლებისთვის მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მაღლაფერიძის გაუჩინარება შესაძლოა, მაუწყებელში არსებულ კრიზისებს უკავშირდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო სექტორმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კონკრეტულ კლანს ეკუთვნის და არა – საზოგადოებას“.
ამასთან, მაუწყებლის რეფორმირებისთვის ახალი კამპანია – „საზოგადოებრივი საზოგადოებას“ დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები ერთად გეგმავენ არხზე არსებული პრობლემების მოგვარებას. მათ 6-პუნქტიან გეგმა გაასაჯაროვეს.
პარალელურად, პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. მარგველაშვილმა „მაუწყებლის შესახებ კანონს“ ვეტო დაადო და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მოსახლობის მიერ დაფინანსებული „საზმაუს“ მიმართ კითხვები მმართველ ძალაშიც აქვთ.
„ნიუპოსტი“ მაღლაფერიძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.