ზუგდიდში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა – ხმაური და დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის

ზუგდიდში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა - ხმაური და დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორისმეორე დღეა ხმაურია ზუგდიდის მერიასთან, სადაც ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი დახლების აღებას აპროტესტებენ.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მერის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მერის თქმით, მათ სხვადასხვა ობიექტზე ფართები შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები უარს ამბობებ.