თბილისის მერიამ კომპანია “სვეტის” კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა

თბილისის მერიამ კომპანია "სვეტის" კომპლექსის მშენებლობა შეაჩერათბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია “სვეტის” კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა. მომხმარებლები, რომლებსაც მშენებარე ბინებში ფული აქვთ გადახდილი, კომპანიის ადმინისტრაციას ედავებიან.

კომპანია “სვეტის” ერთ-ერთი ოფისში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ასობით ადამიანმა იმ კორპუსების აშენების ნებართვის არარსებობაზე გაიგო, რომლებსაც სვეტი აშენებს. საუბარია მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 4 15-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო. დაზარალებულები ამბობენ, რომ დეკემბერში მათ შავი კარკასიც კი ვერ ჩააბარა კომპანია “სვეტმა”, დღეს კი უკვე შეიტყვეს, რომ მერიას მშენებლობაზე ნებართვა არ აქვს გაცემული. დაზარალებულები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა დაანონსებული შეხვედრა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა.

იმედინიუსი