თბილისის პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თბილისის პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლესსაკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში – არსებული ინფორმაციით თანამდებობიდან რამდენიმე პირია გათავისუფლებული, მათ შორის თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, თუმცა გათავისუფლებული მაღალჩინოსნების გვარებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.