„თქვენს კეთილებში, სულ ცოტა, მეც მოვიკითხები…“ – ქუთაისელი ჟურნალისტის ღია წერილი კვირიკაშვილს

„თქვენს კეთილებში, სულ ცოტა, მეც მოვიკითხები...“ - ქუთაისელი ჟურნალისტის ღია წერილი კვირიკაშვილსჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

„ღიაზე უფრო გულგახსნილი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს!

სამაგიეროდ, პერსპექტივაში დასახშობად განწირული ოპტიმიზმით მოგმართავთ: მოუარეთ ამ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვივით აბოდიალებულ ქვეყანას, აგონიაში მყოფ დემოგრაფიას, ჩემოდანზე მჯდომ და გასაქცევად გამზადებულ მოქალაქეებს ,თორემ დარჩებით მხოლოდ თქვენი ოჯახის, ნაცნობ-მეგობრების,თანა-კლასელ-კურსელ-კეთილებით გადავსებულ სახელმწიფოს ზედა ქანდარაზე და უცქირეთ რამდენიც გენებოთ დიდი ბელად-იდეოლოგის გრანდიოზულ კოლმეურნეობად ქცეულ ჩვენ ზიარ სამშობლოს დილის 7 სათიდან ღამის 10 საათამდე…მერე თვითკმარი მთქნარების დროც მოვა და კი დაიძინებთ პანდებივით…

ისე თქვენს კეთილებში, სულ ცოტა მეც მოვიკითხები-დედა მყავს კვირიკაშვილი, რომლის გამხელაც სულ უფრო და უფრო მიტყდება ამ ბოლო დროს…. Giorgi Kvirikashvili“- წერს თეა ჩეჩელაშვილი.