ირაკლი ოქრუაშვილი: „არ გასწორდება მაგათი კუდი. ჩემი თუ არ გჯერათ მიხეილ ჯავახიშვილს დაუჯერეთ, გადაიკითხეთ “ჯაყოს ხიზნები”

ირაკლი ოქრუაშვილი: „არ გასწორდება მაგათი კუდი. ჩემი თუ არ გჯერათ მიხეილ ჯავახიშვილს დაუჯერეთ, გადაიკითხეთ "ჯაყოს ხიზნები"თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალის ციხეში დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემას ეხმაურება და 2004 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს.

სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ გააპატიოსნეს და დაკრძალეს ოსი ბოევიკი. „დღეს კი ჩვენ მიცვალებულს არათუ არ გვიბრუნებენ, აქეთ გვიგინებენ. არ გასწორდება მაგათი კუდი“.

– “მძინარე ცხინვალი“ – 2004 წლის აგვისტო იყო, გვესროლეს და ჩვენც ვესროლეთ. სამი კაცი დაგვიჭრეს, არც ჩვენ დავაკელით და ვალი გადაჭარბებით დავუბრუნეთ.

ისე მოხდა, რომ როდესაც გარბოდნენ ერთი გარდაცვლილი მიატოვეს და ჩვენ წამოვასვენეთ. გორის უშიშროების უფროსად ერთი წესიერი კაცი ზაზა დიდბერუაშვილი მუშაობდა. იმას ვთხოვე რომ წამოღებული ოსი ბოევიკის გვამისთვის მიეხედა.

მეორე დღესვე “მძინარე ცხინვალიდან” გვამის დაბრუნება მოითხოვეს. დიდბერუაშვილს ვუთხარი, რომ მალევე გადაეცა მიცვალებული მათთვის. გვამის გადაცემა გაჭიანურდა იმის გამო, რომ ზაზას ყველა წესის დაცვით მიცვალებული უკვე დაეკრძალა. მიცვალებული არათუ გაეპატიოსნებინა, სახლიდან მოეტანა გარდაცვლი მამამისის შარვალ-კოსტუმი, ჩაეცმია და ისე მიებარებინა მიწას. წასასვენებლად გადმოსულმა გაკვირვებულმა ოსებმა ზაზას უამრავი მადლობა უთხრეს ამის გამო. ეს ზაზას საქციელი არ იყო მარტო. ყველა ქართველი ესე მოიქცეოდა.

დღეს კი ეს ჯაყოს გაზრდილები ჩვენ მიცვალებულს არათუ არ გვიბრუნებენ, აქეთ გვიგინებენ. არ გასწორდება მაგათი კუდი. ჩემი თუ არ გჯერათ, მიხეილ ჯავახიშვილს დაუჯერეთ, გადაიკითხეთ “ჯაყოს ხიზნები”, –  წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.