ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთესისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო.
ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ ამზადებდა. მისი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ 6 პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები.
აღნიშნული დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა, ხოლო ინფორმაციის გასაჯაროების ნებართვა დღეს გაიცა.

ინტერპრესნიუსი