“…ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი …” – მათიკაშვილი სააკაშვილზე

"...ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი ..." - მათიკაშვილი სააკაშვილზესააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებებში – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა:
– პირველ რიგში, სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებებში.

კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 6 წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა, – განაცხადა მათიკაშვილმა.