კანადის პრემიერის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – ჯასტინ ტრიუდო არ დაშავებულა

კანადის პრემიერის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - ჯასტინ ტრიუდო არ დაშავებულაკანადის პრემიერის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. შედეგად 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავად ჯასტინ ტრიუდო არ დაშავებულა. ამის შესახებ Abc News-ი იუწყება.

პრემიერი ქალაქ სიმი-ველიდან ბრუნდებოდა, სადაც ის ადგილობრივ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოვიდა.

ბიბლიოთეკიდან 6 კილომეტრის მოშორებით ავტომობი მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც ტრიუდოს კორტეჟს ახლდა.

ავტომობილში მსხდომ პირებს და მოტოციკლის მძღოლს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

იმედინიუსი