კვირიკაშვილი – “სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად…”

კვირიკაშვილი - "სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად..."ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ის მომხდარი ტრაგედიით შეძრულია და უსამძიმრებს დაღუპული 14 წლის მოზარდის ოჯახს:

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.

სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად…”