მაკა რაზმაძე: ” დღეს მე ვარ შვილმკვდარი დედა…“

მაკა რაზმაძე: " დღეს მე ვარ შვილმკვდარი დედა...“ჟურნალისტი მაკა რაზმაძე შს მინისტრს მიმართავს და დოდო გუგეშაშვილისთვის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. რაზმაძემ განცხადება გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა, სადაც გუგეშაშვილების ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა.

რაზმაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ დაჭრილი გუგეშაშვილის უსაფრთხოება პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს, რადგან ის თვლის, რომ გუგეშაშვილის სიცოცხლე ჯერ კიდევ არ არის დაცული:
– დღეს მე ვარ შვილმკვდარი დედა, ჩვენ ყველა შვილმკვდარი დედები ვართ ახლა… მე არ ვიცი მიზეზი, რის გამო მოკლეს ასეთი უწყინარი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი.
გიორგი გახარია ნამდვილად არის გამორჩეული მინისტრი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ქალების ბოტოქსებზე ჭორიკნობის მეტს არაფერს აკეთებდა… გახარიას იმედიც ბევრ ადამიანს აქვს… მე მინდა მივმართო მას, მაგრამ რომელი გახარია უშველის იმას რაც ჩვენში ხდება…
ნოდარიკო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი… ვისაც უნდა ჰკითხოთ… უსინათლო ბებიას ბანდა, ხელით აჭმევდა, ეფერებოდა… მან აცოცხლა ბევრი წელი, თორემ უფრო ადრე გარდაიცვლებოდა. ძალიან საყვარელი ადამიანი ნოდარიკო, რომელმაც ცოლი ვერ მოიყვანა, რადგან სახლი არ ჰქონდა, შემოსავალი არ ჰქონდა… ჰყავდა არაჩვეულებრივი შეყვარებული, რომელიც ახლა ტირის გულსაკლავად…
ახლა მე უნდა დავიცვა ნოდარიკოს სახელი, რომელსაც უმოწყალოდ თელავენ ის ადამიანები, რომლებიც სექტად ჩამოყალიბდნენ და ამით იფხანენ გულს. რომელი გახარია უშველის იმ ადამიანებს, რომლებიც წერენ, რომ „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო“. ია მეტრეველმა რომელი ტყემალი ჭამა ერთადერთი შვილი რომ მოუკლეს, ან ირინა ენუქიძე, ან რაფალიანცის დედამ, – განაცხადა „რეაქციაში“ მაკა რაზმაძემ.

პირველი რადიო