მაურო იკარდიმ მანჩესტერ იუნაიტედზე უარი თქვა

მაურო იკარდიმ მანჩესტერ იუნაიტედზე უარი თქვამილანის ინტერის ფორვარდმა მაურო იკარდიმ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ იკარდის მანჩესტერ იუნაიტედის ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ არგენტინელმა ფორვარდმა ინტერში დარჩენა ამჯობინა.

მაურო იკარდის ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს და მის სახელს განსაკუთრებით მადრიდის რეალს უკავშირებენ, სადაც ფლორენტინო პერესი ახალი ფორვარდის ძიებაშია და ეს ფორვარდი შესაძლოა სწორედ იკარდი იყოს, რომელიც ინტერში ძალიან კარგ სეზონს ატარებს.