მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რამდენიმე საათის წინ მექსიკაში, ოაჰაკას შტატში. ინფორმაცია  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ((USGS) ვებგვერდზე ვრცელდება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 24,7 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ პინოტეპა დე დონ ლუისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 37 კილომეტრის დაშორებით იყო.

წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს.ეროვნულ სეისმოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგების რაოდენობამ, რომის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო, 200-ს მიაღწია.

ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სტიქიის შემდეგ მეხიკოს ქუჩებში ათასობით მექსიკელი გამოვიდა.

იმედინიუსი