მზიან ამინდში ბათუმი ნისლით დაიფარა

მზიან ამინდში ბათუმი ნისლით დაიფარამზიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის დიდი ნაწილი ნისლმა დაფარა. სინოპტიკოსთა განცხადებით, მოვლენაში განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ნისლი ამჯერად იშვიათი ფორმით გავრცელდა.

– ჩვეულებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენაა, მიწის ზედაპირის თბილი ტემპერატურისა და ჰაერის ცივი მასების ზემოქმედების შედეგი. თუმცა ნისლი შეიძლება სხვადასხვა ორიგინალური და იშვიათი ფორმით გავრცელდეს, რასთანაც ამჯერად გვაქვს საქმე,- განუცხადეს 1tv-ს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.