მოსახლეობის ვალმა ბანკების მიმართ 19 მილიარდ ლარს გადააჭარბა

მოსახლეობის ვალმა ბანკების მიმართ 19 მილიარდ ლარს გადააჭარბაბიზნესმედიის ცნობით, ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის, პირველი იანვრის მდგომარეობით 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც გასულ წელთან შედარებით 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან – 6,4 მილიარდით არის გაზრდილი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარში გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 176 მილიონი დოლარით შემცირდა და 5,1 მილარდი შეადგინა. სამაგიეროდ 2 მილიარდით გაიზარდა ლარში გაცემული სესხების მოცულობა და 6.480 მილიონი ლარი შეადგინა.
გაზრდილია დოლარში გაცემული სესხები იურიდიულ პირებზე და 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 7 308 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 6 845 მილიონი იყო. გაზრდილია ლარში გაცემული სესხიც და 2018 წლის მდგომარეობით 2 520 მილიონია, რაც 500 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.