ნაცემია სკოლა ”ლამპარის” მე-10 კლასის მოსწავლე – ნაძალადევში ჩხუბის ახალი დეტალები

ნაცემია სკოლა ”ლამპარის” მე-10 კლასის მოსწავლე - ნაძალადევში ჩხუბის ახალი დეტალებითვითმხილველები ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების დეტალებზე საუბრობენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, ნაცემია კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-10 კლასის მოსწავლე.
მისივე თქმით, ჩხუბში, სავარაუდოდ, ამავე რაიონში მდებარე მე-12 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უთანხმოება.

შსს-ში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწვლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც ერთ-ერთ მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში. მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1 ქვეპუნქტით.
მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი მედეა გურგენიძე ადასტურებს, რომ მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად ნაცემია ერთი მოსწავლე, რომელიც კერძო სკოლა „ლამპარში“ სწავლობს.