ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს„მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტი და პრეზიდენტის ვეტო – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკმარისი ხალხია იმისათვის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეძლოს:

– საკმარისი ხალხია იმისთვის, რომ ვეტო იქნეს დაძლეული. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ალბათ, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის, მეც.

მე მქონდა განსხვავებული პოზიცია, ვფიქრობ, გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს შეღავათები, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ სხვა სიმაღლეზე ავიდოდნენ. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით ჩვენც შეგვეძლო კანონში შეგვეტანა ასეთი ცვლილება, ამას არ დაუჭირეს მხარი, ამიტომ მეც ბუნებრივია ვარ ჩემს პოზიციაზე, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნიუპოსტი