პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნაგამოცემა Dziennik Lozki-ს ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

გამოცემის ცნობით, სემთხვევა, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. რასაც ჯგუფი არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა.

ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ კი ჯგუფის წევრებს შეჩერების მიზნით ესროლა.

დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანია დაკავებული, ოთხი მათგანი კი ფეხშია დაჭრილი. ერთ პოლიციელს თავის ტრავმა აქვს.

დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლონეთში ქართველები პოლიციელებს თავს დაესხნენ