რატომ გაცხელდა მახარაშვილების ჭაში წყალი – რა ხდება სოფელ სკრაში

რატომ გაცხელდა მახარაშვილების ჭაში წყალი - რა ხდება სოფელ სკრაშიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ სკრაში იმყოფებოდნენ, ადგილზე ჭაში არსებული წყლის ტემპერატურის გაზომვა და ტემპერატურის მატების მიზეზები შეისწავლეს.

სპეციალისტების განმარტებით ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით, წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს.

სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ სკრაში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა. როგორც მახარაშვილების ოჯახში განაცხადეს, სასმელი წყლის ტემპერატურის მატება პირველად 3 დღის წინ შენიშნეს, გუშინ კი ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევდა.

ნიუპოსტი