სააკაშვილი – ”გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი… ახლა ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“

სააკაშვილი - ”გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი... ახლა ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინიდან პოლონეთში გაადეპორტეს. სააკაშვილმა პირველი კომენტარი მომხდარზე „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას აეროპორტში პოლონეთის პარლამენტის წევრები დახვდნენ და ამ ეტაპზე სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება:

– ეს არის უკიდურესი პანიკის გამოვლინება, ასე მოტაცებით უკვე რამდენიმეჯერ სცადეს ჩემი მოტაცება და ბოლოს მაინც მოახერხეს, ეს არის შეშინებული ხელისუფლება, არავინ იმდენი პრობლემა არ შეუქმნა ამ ხელისუფლებას, რამდენიც მე, ფაქტია ამკიდეს რაღაც უაზრო საქმე, რაც სრული სისულელე იყო, მე არ მეშინია ციხის, ამიტომ ვუთხარი, რომ შეუძლიათ დამაპატიმრონ უკრაინაში და თქვენ იცით, რომ ვერ შეძლეს ჩემი დაპატიმრება და იძულებულნი იყვნენ გავეშვი პოლონეთში, მე არ მეშინოდა არც საქართველოში გადაცემის და ვუთხარი, თუ რამის თავი აქვთ, გამბედაობა, გადამცენ საქართველოს და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებასაც ეშინია ჩემი, ივანიშვილს და ამათაც ეშინოდათ ჩემი და გააკეთეს ის, რომ მოტაცებით, მოტყუებით, პოლონელებს მოატყუეს, იმიტომ, რომ პოლონელებთან არაფერი შეთანხმება არ იყო, კერძო თვითმფრინავით გამაძევეს პოლონეთში.

ჩემი გატაცება მოხდა ხელების გადაგრეხვით, კივილით, წივილით, იარაღის დამიზნებით, ფიზიკური ყველანაირი ზემოქმედებით, გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი, ჯერ ვერტმფრენში ჩამსვეს, ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა კიევის გარშემო, შემდეგ ჩამომსვეს ბორისპოლის აეროპორტში და იქიდან შემიშვეს პოლონურ თვითმფრინავში, ეს არის მთელი ისტორია.

პოლონელები უკიდურესად თბილად დამხვდნენ, დამხვდნენ აქაური პარლამენტის წევრებიც, გამომკითხეს დეტალურად, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ველაპარაკე შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამომიყვეს დაცვა და იმის გათვალისწინებით, რომ თან არაფერი მქონდა, ძალიან დიდი სტუმარ-მასპინძლობით, კარგად, თბილად დამხვდნენ, ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.