სააკაშვილი – “დავით აღმაშენებელს არ ვედრები, მაგრამ… ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა”

სააკაშვილი - "დავით აღმაშენებელს არ ვედრები, მაგრამ...  ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა"– ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები, გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”განსხვავებულ აქცენტებში” ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს.
– ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მეცოდება ქართული სახელმწიფო, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნეს ქართული სახელმწიფო.
– მე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველად ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამ მასშტაბით ალბათ დავით აღმაშენებლის შემდეგ, პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფო. ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ამას, როგორც დავით აღმაშენებლის დროს მოყვა ის, რომ ვიღაც მოკლეს, ვიღაც არასწორად დასაჯეს .. კი, მერე? დავით აღმაშენებლს აღმაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მანამდე წაშალეს ისტორიიდან მისი მახსოვრობა, ზედმეტად მკაცრი იყოო.

მე არც მასშტაბებით ვედრები და არც სიმკაცრით მითუმეტეს, მაგრამ არსებობს დიდი რაღაც და ეს დიდი რაღაც არ უნდა არ უნდა დაგვიბინდოს წვრილმანმა ინტრიგებმა. მე არ ვამბობ, რომ ადამიანის სიკვდილი არის ინტრიგა, მე ვიძახი, რაც ამას მოყვა, მთელი პოლიტიკური მანიპულაცია, ეს უკვე ინტრიგაა. უბედურება ხდება, ტრაგედია ხდება, ყოველთვის იდეალური რეაქცია არ იყო, ზოგჯერ ძალიან ცუდი რეაქციაც იყო, მაგრამ მთავარ პაუხისმგებლობას ვიღებთ – ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო,- განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი